მამუკა ბახტაძე: 2000-მდე დევნილი ახალ ბინას მიიღებს

ნოემბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 90 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხით, 2000-მდე მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას ამ პროგრამის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, თანხები განკუთვნილია, როგორც ახალი ბინების მშენებლობისთვის, ასევე დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გამოსასყიდად. 

„დარეგულირდა ბინების განაწილების რიგითობა, რომელიც ძალიან მტკივნეული პროცესი იყო. მოგეხსენებათ, რომ გაუქმებულია 2009 წლის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა თბილისში დევნილებისთვის ახალ მშენებლობას. ჩვენშევცვალეთ ეს დისკრიმინაციული მიდგომა. მთავრობა დევნილებისთვის საცხოვრებელ ბინებს ქართველი მენაშენეებისგან კონკურსის წესით შეისყიდის და მომავალ წელს ახალ ბინებს თბილისში, რუსთავში ხაშურში, მარნეულში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები დევნილები მიიღებენ. დღეისთვის უკვე შესყიდულია 342 ოჯახი",  - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერის ინფორმაციით, წელს დამატებით მოხდება 20 მილიონი ლარის მობილიზება, რაც მიმართული იქნება დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად . ბახტაძის თმით, გრძელდება დევნილებისთვის ფართობების დაკანონების პროცესი.

Read 656 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი