Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 12:16

ვალერი სუხიშვილი: ჩვენი უნივერსიტეტის თაობაზე შესაძლოა სასამართლოს მივმართოთ

Rate this item
(0 votes)

გაასაჩივრებს თუ არა ავტორიზაციის შეჩერებას სასამართლოში ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ორშაბათს გახდება ცნობილი.

ვალერი სუხიშვილის თქმით, უნივერსიტეტს ავტორიზაცია უკანონოდ შეუჩერეს. 

“ორშაბათს გახდება ცნობილი მიიღეს თუ არა ჩვენი საჩივარი სააპელაციო საბჭოში, თუ არა და უკვე მივმართავთ სასამართლოს. მაგათ დასკვნაში ყველაფერი ტყუილი წერია და მიზანმიმართულად მოხდა ჩვენი უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას საერთო არაფერი აქვს სასწავლო პროცესთან“, - ამბობს სუხიშვილი.

ევრორეგიონულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს შეუჩერეს. სასწავლებლის გორის ფილიალს 500-მდე სტუდენტი და 200-მდე თანამშრომელი ჰყავს.

Read 1328 times