Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018 14:35

მაკრახიძე ბიზნესმენებთან შეხვედრაზე: რა ქეიფი, გამწარებულები წყალს ვსვამდით მთელი შეხვედრა

Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრას აფასებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატთან დაკავშირებით ბიზნესმენების პოზიციები განსხვავებულია და მისთვის შემოწირულობის გაღებასაც, მაკრახიძის ინფორმაციით, არავინ აპირებს.

 

პარლამენტარის თქმით, რესტორანში ვახშამი არ ყოფილა და დახურული ფორმატის შეხვედრა ოფიციალურ გარემოში წარიმართა.

ამავე თემაზე: გორელი დეპუტატების და ბიზნესმენების დახურული შეხვედრა რესტორანში

"ვინ მაქეიფებს, ჩემ თავს მე თვითონვე თუ არ მივხედე. გამწარებულები წყალს ვსვამდით მთელი შეხვედრა. არანაირი ქეიფი არ ყოფილა. რაც შეეხება გაიღებენ თუ თუ არა ჩემსავით სალომე ზურაბიშვილისთვის თანხებს, ეს მე არ ვიცი. ამას როგორ მოვთხოვდით, თანაც ზოგიერთი ისეთი ჟმოტია. მხარდაჭერასთან დაკავშირებით კი ზოგიერთმა ღიად დააფიქსირა საკუთარი აზრი, ზოგმა გი სიჩუმე ამჯობინა", - აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რესტორან "იმპერიალში" ბიზნსემენები დეპუტატსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

 

 

 

 

Read 1956 times Last modified on ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018 19:05