ორთაშენში ფეხით მიმავალ ორ სამხედროს მანქანა დაეჯახა

ნოემბერი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში ქვეითად მიმავალ ორ სამხედროს ავტომობილი დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებული ჯარისკაცებიდან ერთი მალევე გაეწერა. მეორე ჯარისკაცს კი ტვინის მსუბუქი შერყევა აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარს გორის პოლიცია იძიებს.

Read 1800 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი