გორში იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება 

ნოემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში იაპონური კულტურის დღეების აღნიშვნა 9 ნოემბრიდან დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

“9 ნოემბერს, 12:00 საათზე , იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა გორის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის გამართავს საჯარო ლექციას იაპონურ ბიზნესთან დაკავშირებით, სახელწოდებით - "Japanese culture and traditional values of Japanese enterprise“.

14 ნოემბერს, 12:00 საათზე დაგეგმილია სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლაში ქაღალდის ხელოვნების - იაპონური ორიგამის მასტერკლასი, - რომელსაც ბავშვებს იაპონელი სპეციალისტი ჩაუტარებს.

15:00 და 16:00 სთ-ზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში ( სუხიშვილი N 20) ჩატარდება იაპონური სამზარეულოს ტრადიციული კერძის - სუშის ვორკშოპი, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად შეისწავლონ სუშის მომზადების მთავარი წესები.

17 ნოემბერს, გორის კულტურის ცენტრში (მშვიდობისN 12/ა) გაიმართება იაპონური ფილმების „ რომაული აბანოების“ (12:00სთ) და „მზარეული სამურაის საგა- ნამდვილი სიყვარულის ამბავი“ (14:00სთ) ჩვენება. 

Read 730 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი