მაკრახიძე: საჯარო სექტორის თანამშრომლებს რატომ უნდა სჭირდებოდეთ შეხსენება, ვის უნდა მისცენ ხმა

ნოემბერი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულებისას კომენტარი გააკეთა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

იოსებ მაკრახიძის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელსაც ძირითადად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების პარტიული წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი არჩევნების მეორე ტურის სამოქმედო გეგმას და მიღებული შედეგების მიზეზების მიმოხილვას დაეთმო. მისი შეფასებით, შიდა ქართლის რეგიონში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წაგება ადმინისტრაციის არასათანადოდ მუშაობამ განაპირობა. მაკრახიძე მხარდაჭერასთან დაკავშირებით შპს "იბოლიასთან" პარალელებს ავლებს და თვლის, რომ პიროვნება, მისი ოჯახის წევრებთან ერთად, იმ გუნდის პოზიციებს უნდა იზიარებდეს, ვისგანაც ხელფასს იღებს.

"ჩემ კომპანიაში, სადაც ვმუშაობდი, 600 კაცი მუშაობს, აქედან თითოს ოჯახში ხომ მაინცაა 2 ამომრჩეველი მინიმუმ. დაახლოებით ორი ათასმა კაცმა შეიძლება რომ მე მხარი არ დამიჭიროს? მე იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერენ და თუ ასე არ იქნება, ეს მათი პრობლემაა. ასეა საჯარო სამსახურებშიც, ადმინისტრაციამ ცუდად იმუშავა. იქ სკოლის დირექტორია, საბავშვო ბაღის გამგეა, იქ სპორტული ა(ა)იპ - ებია, სხვადასხვა მუნიციპალური ორგანიზაციებია, რატომ უნდა სჭირდებოდეთ მათ შეხსენება, ვის უნდა მისცენ ხმა. შეგნება უნდა ჰქონდეთ და აანალიზებდნენ ვის სამსახურში მუშაობენ და ვინ იმსახურებს მათ მხარდაჭერას", - აცხადებს იოსებ მაკრახიძე

ამის საპასუხოდ რადიო "მოზაიკამ" დეპუტატს მის მიერ "ნაციონალური მოძრაობისთვის 2011-2012 წლებში გადარიცხული 125 000 ლარი შეახსენა, რაზეც პარლამენტარმა მაკრახიძემ აღნიშნა, რომ მაშინ ასე ესმოდა. 

"მაშინ ასე იყო საჭირო, ახლა მე ამ გუნდში ვარ და როგორ შეიძლება სხვა პოზიცია მქონდეს. ახლა წარმოიდგინეთ, აი კაცი ვარ, მამა ვარ, ოჯახთან ნაცხოვრები და ჩემმა შვილმა ამ ოჯახის აზრი არ გაითვალისწინოს და წავიდეს და სხვა მამას დაუჭიროს მხარი? ეს ხომ წარმოუდგენელია", - აცხადებს იოსებ მაკრახიძე.

დეპუტატმა მაკრახიძემ არჩევნების პირველ ტურამდე "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შემოწირულობის სახით, 50 000 ლარი გადაურიცხა.

Read 1408 times Last modified on Last modified on ნოემბერი 02 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი