Back to Top
ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018 14:41

ნაზი ბერუაშვილი: საჭიროა არაოფიციალური შეხვედრები ქართველებსა და ოსებს შორის

Rate this item
(0 votes)

ლიახვის ხეობიდან დევნილი ნაზი ბერუაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის.

მისი აზრით, ჟენევის ფორმატისა და IPRM შეხვედრების პარალელურად, საჭიროა ტარდებოდეს ქართულ-ოსური მხარეების მონაკვეთზე, ე.წ ნეიტრალურ ტერიტორიაზე სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარი ჯგუფის შეხვედრები, სადაც ჩართულები იქნებიან არა ხელისუფლებისა ან რომელიმე ორგანიზაციების წარმომადგენლები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები, როგორც ქართული, ისე ოსური მხრიდან. 

"ჟენევაში და ერგნეთში, სადაც ოფიციალური წარმომადგენლობა იკრიბება და განიხილავენ აქტუალურ საკითხებს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, შერიგებისა და ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით, აუცილებელია პროცესში მშვიდობიანი მოსახლეობა ჩაერთოს. მაქვს ინიციატივა და ვიმედოვნებ, რომ ცხინვალიდან იქნება გამოხმაურება. ამ ჯგუფის წევრები იქნებიან ქალები, რომლებმაც კონფლიქტის შედეგად ახლობლები დაკარგეს და ადამიანები, რომლებიც საომარმა მოქმედებებმა დააშორა. ჩვენზე უკეთესად ჩვენივე საჭიროებებზე ვერავინ იმსჯელებს და ჩვენს ნაცვლად შეხების წერტილებს სხვა ვერ გამონახავს. სწორედ ასეთი პერიოდული შეხვედრებით არის შესაძლებელი მშვიდობიანი თანაცხოვრება აღვადგინოთ", -ამბობს ნაზი ბერუაშვილი

Read 861 times