გაეროს რეზოლუციის შინაარსის შესახებ გორში ბუკლეტები დაარიგეს

ოქტომბერი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გაეროს უსაფრთხოების საყოველთაო რეზოლუცია 1325-ის მიღებიდან 18 წლისთავი აღინიშნა გორშიც.

საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებით ორგანიზაცია "ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირმა" საზოგადოებას ამ რეზოლუციის არსებობისა და მისი შინაარსის მნიშვნელობა შეახსენა. საინფორმაციო ბროშურები ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში აღნიშნული ორგანიზაციის წევრებმა გაავრცელეს.  

"ორგანიზაციამ ამ თარიღთან დაკავშირებით ბუკლეტები და შარფები შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში დაარიგა. ამ დოკუმენტით კვლავ დასტურდება ქალების მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტების პრევენციაში, მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში. გ.უ.ს.რ. 1325 აღიარებს სამშვიდობო პროცესებში გენდერული ხედვის გატარების აუცილებლობას და შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას“, - ნათქვამია აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

2000 წლის 31 ოქტომბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია 1325 – „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, რომელიც, თანმდევ რეზოლუციებთან ერთად აღიარებს გოგონებისა და ქალების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საჭიროებებს კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ვითარებაში.

Read 626 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი