კერძო პირმა ცაბაძის სკვერის მოწესრიგება დაიწყო

ოქტომბერი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ცენტრში მდებარე ცაბაძის სკვერს რეაბილიტაცია უტარდება.

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ტერიტორია მოვლა-პატრონობის ვალდებულებით კერძო პიროვნებას გადაეცა, რომელიც სკვერს მოაწესრიგებს. 

“სკვერის ტერიტორიაზე არსებული შენობის პირველი სართულის ფასადიც გაკეთდება, მისმა მეპატრონემ გვთხოვა, რომ ამ სკვერის მოვლაზეც იზრუნებდა და გაალამაზებდა“, -ამბობს გორის მერი. 

ორი თვის წინ, ადგილობრივი ოპოზიცია გორის მერიას სწორედ ამ სკვერის მოუვლელობის გამო აკრიტიკებდა.

Read 996 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი