Back to Top
ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018 12:42

თავზარაშვილი: მეორე ტურისთვის შტაბის ხელმძღვანელი ისევ მე ვიქნები

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი “ქართული ოცნების“ რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელების შესაძლო ცვლილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

გორის მერი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. 

“ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. თქვენგან მესმის პირველად. ეს არის ჭორი. ჩვენ ვრჩებით და ვაგრძელებთ მუშაობას. მეორე ტურისთვის უფრო მობილიზებულნი ვიქნებით, ყველაფერს მივაქცევთ ყურადღებას, თუკი რაიმე გაგვეპარა ახლა და დარწმუნებულნი ვართ, რომ მეორე ტურში ქალბატონი სალომე გახდება პრეზიდენტი. შედეგი რომ ვერ დაიდო, ეს არის ზუსტად იმის დასტური, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა არჩევნების დემოკრატიული სისტემა, არ გააყალბა, არ ჩაერია, როგორც ადრე ხდებოდა ძალადობა. ძალიან გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდა“, -განაცხადა თავზარაშვილმა.

Read 997 times