Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018 11:52

ლალი ბაიაძის სამსახურიდან წასვლის საკითხი დღეს ოფიციალურად გადაწყდება

Rate this item
(0 votes)

#1 საბავშვო ბაღის დირექტორს, ლალი ბაიაძეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას დღეს დაუკმაყოფილებენ. ამის შესახებ, რადიო "მოზაიკას" ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

 

"ჯერ არ მომიწერია ხელი, მაგრამ დღეს დავაკმაყოფილებთ მის განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ", - ამბობს ლია კოვზიაშვილი.

 
ლალი ბაიაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 15 ოქტომბერს დაწერა, სააგენტოს პასუხი 10 სამუშაო დღის პერიოდში უნდა გაეცა. 10 დღიანი ვადა გუშინ ამოიწურა.

 

Read 1815 times Last modified on სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018 12:10