მე-16 საარჩევნო უბანზე სიტუაცია პოლიციამ განმუხტა
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მე-4 საბავშვო ბაღში, მე-16 საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
პოლიციის გამოძახება ერთ-ერთი ამომრჩევლის დაუმორჩილებლობას მოჰყვა. 50 წლამდე ასაკის ქალი ხმის მიცემას მარკირების პროცედურის გავლის გარეშე ითხოვდა. პოლიციის გამოძახების შემდეგ, მან არჩევნებში მონაწილეობა ყველა სავალდებულო პროცედურის გავლით მიიღო.