დათა ვანიშვილი: ხმა მივეცი მავთულხლართების მოშლას

ოქტომბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

არჩევნებზე ხმა მისცა ასევე სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებმა, 80 წლის დათა ვანიშვილმა. მან გადმოსვლა მოახერხა და არჩევანი ხურვალეთის 70-ე უბანზე დააფიქსირა.

დათა ვანიშვილი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა გააფრთხილეს, არ გადაეკვეთა ე.წ. საზღვარი და ხმის მისაცემად არ გადასულიყო. გაფრთხილების მიუხედავად, დათა ვანიშვილი უკვე მესამე არჩევნებია, მაინც ახერხებს კენჭისყრაში მონაწილეობას.

"სულ ჩემები არიან, ჩემი ქვეყანაა და გადმოვედი ხმის მისაცემად. მავთულხლართებზე ხელიც გავიჭერი, მაგრამ ვერავინ დამიშლის აქეთ გადმოსვლას. უბანზე მივედი და პირადობის მოწმობა დამრჩენია, უკან მივბრუნდი, ცოლს ვთხოვე და გადმომაწოდა მავთულებიდან. დამეხმარნენ აქაურები, მივედი ისევ და ხმა მივეცი. ხმა მივეცი იმას, რომ ეს მავთულები აღარ იყოს, თავისუფლად შევძლო გადასვლა და ჩემი ბაღის დამუშავება. დავიღალე ასე მარტო ცხოვრებით“, – განაცხადა დათა ვანიშვილმა. ​

Read 527 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი