გორის მერიას ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენა არ ემუქრება
გორის მერიას დეკემბრის თვეში გათბობა თითქმის 16 ათასი ლარი დაუჯდა. მერიამ თანხა 23 იანვარს გადაიხადა.
გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ორი კვირის წინ ახადებდა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის გადასახადი, 2017 წლის დეკემბრის თვეში, თითქმის ორჯერ გაიზარდა. თავზარაშვილმა მაშინ საკითხში გარკვევის მზადყოფნაც გამოთქვა.
იანვრის თვეში კი გორის მერიამ 13 ათასი ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი მოიხმარა. თავზარაშვილი ამბობს, რომ შემცირებული გადასახადი თანამშრომლების მიერ ბუნებრივი აირის დაზოგვის გამო დაუფიქსირდათ.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა