Back to Top
პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018 21:05

მკვლელობაში ეჭვმიტანილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება

Rate this item
(0 votes)

9 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილს შეუძლია სახაზინნო ადვოკატით ისარგებლოს.

სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე ადვოკატს მისი საქმე უახლოეს პერიოდში გადაეცემა. როგორც ცნობილია გორელი ადვოკატები ი.ნ.-ს უფლებების დაცვაზე უარს აცხადებენ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია დაკავებულის პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ დროისთვის არ იმყოფება. გორის რაიონულ სასამართლოში კი მისი საქმის განხილვის თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება. 

Read 1071 times