9 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ განცხადება გაავრცელა

ოქტომბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე უხელმძღვანელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება."-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Read 2248 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 25 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი