Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018 23:09

მეზობლების ინფორმაციით, მოკლულ ბავშვს თავზე ცელოფანი ჰქონდა ჩამოცმული

Rate this item
(0 votes)

გორის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, ბავშვის ოჯახის წევრები და ადგილობრივები არიან შეკრებილი.

ადამიანები, რომლებმაც ბავშვი იპოვეს ყვებიან, რომ გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. ისინი ამბობენ, რომ ბავშვი სწორედ ცელოფნის ტომრით გაგუდეს. 

ადგილობრივების განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა. ისინი ეჭვობენ, რომ მოზარდი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დატოვეს. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.

Read 2401 times Last modified on პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018 03:11