Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018 17:12

ლია ჩლაჩიძე: სალომე ზურაბიშვილმა ძალიან ლამაზი სიტყვა თქვა

Rate this item
(0 votes)

"მარტო არ დამტოვოთ". ძალიან შთამბეჭდავი,ძალიან ლამაზი,მოკლე,თბილი,ამაღელვებელი შეხვედრა. პრეზიდენტობის კანდიდატი,უზადო ჩაცმულობით,თავისებური შარმით. გამარჯვება გარდაუვალია”, - ეს პოსტი გორის საკრებულოს წევრმა (ეთიკის სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე) ლია ჩლაჩიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულებისას სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი ინფორმაციით, მასთან ერთად დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრას გორის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, უმრავლესობის დეპუტატები, ასევე გორელი პარლამენტარები ესწრებოდნენ.

"აქცენტები გაკეთდა ორმაგ მოქალაქეობაზე, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. ასევე, მის ხედვებზე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ძალიან ლამაზი სიტყვა თქვა“, - აღნიშნა ლია ჩლაჩიძემ.

Read 1188 times