რესურსცენტრი: ზურაბ ქარელი მე-5 სკოლაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს

ოქტომბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მე-5 სკოლაში დირექტორის მოვალეობას ზურაბ ქარელი ასრულებს, რომელიც 2016 წელს, განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მანამდე, (2013-2016) ზურაბ ქარელი გორის რესურსცენტრის უფროსად მუშაობდა. შიდა აუდიტის დასკვნით, რომელიც 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, ის არაჯეროვნად ასრულებდა მოვალეობას, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა, თანაც განმეორებითი სახის დარღვევებს.

"ვინაიდან ინსპექტირების დროს გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის ფინანსური და განათლების სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტები, რიგ მათგანს სისტემური/განმეორებითი ხასიათი აქვს და თანხების რაიციონალური ხარჯვის პრინციპს არღვევს, მიუთითებს იმაზე, რომ რესურსცენტრის უფროსი ვერ უზრუნველყოფს რესურსცენტრის საქმიანობის კანონშესაბამისობისა და სათანადო ხელმძღვანელობას", - აღნიშნულია დასკვნაში.

გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი 2016 წელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გახდა. 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დამთავრების მეორე დღეს ზურაბ ქარელმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ბოლომდე გაედოთ მეცოცხეებს ნაცში და ანალში“ . 

44757115 2420637417961517 7092782917591498752 nsas

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის განმარტებით, დანიშვინის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სამინისტროს კომპეტენციაა. კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში კი ზურაბ ქარელს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. 

"გიდასტურებთ, რომ ზურაბ ქარელი მე-5 სკოლაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე ის 2016 წლიდან ამ სფეროში აღარ მუშაობდა, თუმცა, მისი დანიშვნა - არ დანიშვნა უკვე სამინისტროს პრეროგატივაა. ამ საკითხთან დაკავშრებით, მე არც დადებითი და არც უარყოფითი მოსაზრება არ დამიფიქსირებია. სამინისტრო წყვეტს ვის სად დანიშნავენ",  - განმარტავს ნანა ტერმაკოზაშვილი.

რაც შეეხება ყოფილ დირექტორს, მე-5 სკოლიდან ლელა ჯაყელი რამდენიმე თვის წინ სხვადასხვა სახის დარღვევების საფუძველზე გათავისუფლეს.

Read 922 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 23 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი