Back to Top
ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018 14:13

ამ წუთებში ერგნეთში IPRM-ის შეხვედრების აღდგენაზე მსჯელობენ

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების შესახებ არსებულ საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წევრები და სუს - ის თანამშრომლები ესწრებიან. თბილისიდან ადგილზე ჩასული უწყებების წარმომადგენლები ადგილობრივებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობენ, თუ რა პერსპექტივები არსებობს აღნიშნული ფორმატის შეხვედრების აღდგენაზე, რა ეტაპზეა პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის ზონაში აღნიშნული შეხვედრების პერიოდულად მოწყობა.

შეგახსენებთ, რომ IPRM-ის ბოლო შეხვედრა ერგნეთში მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ჩაიშალა, მას შემდეგ მხარეები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში აღარ შეკრებილან.რიგით 89-ე შეხვედრაზე, ერგნეთის სხდომის დატოვებამდე ოსურმა დელეგაციამ მოითხოვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი, რაზეც ქართული მხრიდან კატეგორიული უარი მიიღო. შერიგებისა და თანასწორობის მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმატის შეხვედრები უმნიშვნელოვანესია დღევანდელ ვითარებაში და ის აუცილებლად უნდა აღდგეს.

Read 985 times