Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 22 ოქტომბერი 2018 01:46

გენო პეტრიაშვილი: ამ გამარჯვებას შინდისის გმირებს ვუძღვნი

Rate this item
(0 votes)

გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა ფალავანმა, ფინალში, ჩინელი ჟივეი დენგი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

"ჩემი გამარჯვება ყოველთვის ეკუთვნის ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას და ჩემს გმირებს. აი, ამ გამარჯვებას მე ვუძღვნი შინდისის გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს. მე ვარ ქართველი და ყოველთვის ვიბრძვი ჩემი ქვეყნის გამარჯვებისთვის" , - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

Read 2836 times