ფარულ ჩანაწერებში გაჟღერებულ ხოჯევანიშვილების გვარს შიდა ქართლის გუბერნატორი ეხმაურება

ოქტომბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფარულ ჩანაწერებს, სადაც საუბარი იყო ხოჯევანიშვილების შავ - ბნელ საქმეებზე, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი გამოეხმაურა.

გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანს იცნობს, თუმცა რატომ ახსენებს აღნიშნულ ჩანაწერებში ძმებ ხოჯევანისვილებს, შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ეს თავად მირზა სუბელიანმა უნდა განმარტოს.

"მირზა სუბელიანთან ერთად მომიწია ერთი პერიოდი მუშაობა. ერთ სისტემაში ვმუშაობდით, თუმცა რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვახსენა მე და ჩემი ძმა ფარულ ჩანაწერებში, ეს თვითონ მირზა სუბელიანს უნდა ჰკითხოთ. ეს არის კერძო პირის პირადი მოსაზრება და ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი შეხედულება და აზრი ნებისმიერ საკითხზე", - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ახა­ლ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რში კვლავ დე­პუ­ტატ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძი­სა და მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის სა­უ­ბა­რია ჩა­წე­რი­ლი.

სწო­რედ ახალ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში გა­იჟ­ღე­რა ალექ­სან­დრე ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­მა, რო­მე­ლიც გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის (დე­პარ­ტა­მენ­ტი) უფ­რო­სია. ჩა­ნა­წერ­ში სუ­ბე­ლი­ა­ნი დე­პუ­ტატს მო­უ­წო­დებს, ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლის ქონე­ბა ნა­ხოს.

"სუ­ბე­ლი­ა­ნი: რა გა­ა­კე­თეს სვა­ნეთ­ში? ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი ტ...ში წიხ­ლით გა­ვაგ­დეთ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან და მო­იყ­ვა­ნეს გუ­ბერ­ნა­ტო­რად და ახლა მა­გის ძმა წყვი­ტავს ყვე­ლა­ფერს.

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე: ვი­ნაა ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი?

სუ­ბე­ლი­ა­ნი: ვი­ნა­აა და ვინც ამო­გიყ­ვა­ნა სპეც­ნა­ზი სვა­ნეთ­ში! გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სი და მა­გი­სი ძმა. არა­ფე­რი არ გინ­და, შედი და მა­გი­სი ქო­ნე­ბე­ბი ნახე და მერე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ნახე, ვინ გყავთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ზიან ბიჭო და კი­დევ ჩემს სა­ხელ­სა და გვარს ატ­რი­ა­ლე­ბენ. თითო შე­მოს­ვლა­ზე, ყო­ველ­თვის უწევს წვა­ლე­ბა, დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან და­რეკ­ვა და ნამ­ცხვა­რი კრე­მი­ა­ნი არის თუ არა... ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით მო­ვამ­ტვრევ ცხვირ-პირს..." - ის­მის ჩა­ნა­წე­რებ­ში.

Read 1620 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი