დახეული დროშა და "ქართული ოცნების პიარში დახარჯული 60 მილიონი" - კრიტიკის ახალი საგანი ენმ-სთვის

ოქტომბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ვასილისა ჯაბახიძე მიიჩნევს, რომ  გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არასწორად იხარჯება. 

“6 წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ“, ქვეყნის მასშტაბით, პიარისთვის 60 მილიონამდე თანხა დახარჯა. აღარაფერს ვამბობ სარესტორნო ხარჯებზე, რომელიც მილიონებს უტოლდება. აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნება“ ფულს, მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის ხარჯავს. გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კოტე თავზარაშვილი, სულ რომ თავდაყირა დადგეს, ვერაფერს ახალს ვერ დაანახებს მოსახლეობას. ვერ დაანახებს იმიტომ, რომ მათ სასიკეთოდ არაფერი გაკეთებულა. ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, 8 საათის შემდეგ საერთოდ ჩამკვდარია ქალაქი", - განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ. 

ვასილისა ჯაბახიძემ სოციალურ ქსელში გარეჯვარში გადაღებული “ქართული ოცნების“ დახეული დროშის ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას "პიარი არ უვარგა". 

დროიშა44382245 2079450522094740 8418732050210619392 n

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელი გარეჯვარში, ესე შემოიხა ოცნების დროშა. ჯერ სად ხართ, 28 ოქტომბერს ნახეთ საარჩევნო ყუთებთან, ქართველმა ხალხმა როგორ გაგისტუმროთ საქართველოსთვის ყველაზე მძიმე უახლოეს წარსულში!
პიარშიც არ უქნიხართ ღმერთს, მაგრამ ამ 6 წლის მანძილზე კი დახარჯეთ 60 მილიონი მხოლოდ პიარში“, -წერს ჯაბახიძე.

Read 846 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი