ზახაროვა: იქ, სადაც დაყენებულია ბანერები და მავთულხლართები, დაკავებულთა რაოდენობა მცირდება

ოქტომბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საქართველო არ აჩვენებს მზაობას ერთობლივი მუშაობისთვის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრებზე დაძაბულობის შემცირების კუთხით", - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"იმისათვის, რომ დაკავებებს ადგილი არ ჰქონდეს, საჭიროა ხალხის ინფორმირება ახალი საზღვრის ხაზებზე და მათი გადაკვეთის წესებზე. საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები ცხადყოფენ, რომ იქ, სადაც დაყენებულია ღობეები და საინფორმაციო სტენდები, უნებლიე დარღვევების რაოდენობა მცირდება, შესაბამისად ასევე მცირდება დაკავებების რაოდენობა. სამწუხაროდ, ქართველი პარტნიორები ჯერ კიდევ მზად არ არიან მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ მუშაობაში, რაც რეალურად შეამცირებს დაძაბულობას საზღვრისპირა ტერიტორიაზე. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ძალისხმევა, რომლებიც ცალმხრივად აყენებენ გამაფრთხილებელ ნიშნებს და ღობეები, საკმარისი არ არის ამგვარი ინციდენტების ეფექტური პრევენციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ "საზღვრები" საქართველო - აფხაზეთს შორის და საქართველო -სამხრეთ ოსეთს შორის არაერთგვაროვნად არის ინტერპრეტირებული“.

"ხალხი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა, დამნაშავე არ არის და უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ ცხოვრების ახალი პირობები გასაგები და ნათელი იყოს, ვინაიდან ცხოვრება გრძელდება: ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც ადრე, დაკავებულია მიწათმოქმედებით, ნათესავებთან მიმოსვლით. პერიოდულად, ხშირად ისე რომ არ იციან, კვეთენ ახალი სახელმწიფო საზღვრების ხაზებს“, - აღნიშნულია განაცხადეს უწყებაში.

Read 761 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი