Back to Top
ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018 12:13

გორის მერი: ენმ-ს სასამართლო არ მოუგია, თამაშობენ ეგენი

Rate this item
(0 votes)

გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სამანდატო  და საპროცედურო კომისიამ მის მიერ კანონდარღვევის ფაქტზე უნდა იმსჯელოს.

თავზარაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ სიხარული ნაადრევია, რადგან საკრებულო მისი იმპიჩმენტის საკითხს არ დააყენებს. 

“ზეიმი რომ დაიწყეს და გავიმარჯვეთო, რომ იძახიან, არაფერი გამარჯვება არ არის ეგ. ეს არის საკრებულოს გადასაწყვეტი და ამას არ მიიღებს იმიტომ, რომ იქ უმრავლესობა გვაქვს და ეს არის სისულელე. თამაშობენ ეგენი, ერთობიან, ხალხს აჩვენებენ, რა მაგრები ვართო. მთელი არსებობის მანძილზე, ამ კომპანიას (შპს “მარინი“) არ უმუშავია, თავისი მოვალეობა არ შეუსრულებია, უბრალოდ იყო ასე დაგდებული და ამიტომაც არ მახსოვდა“, - განაცხადა გორის მერმა.

Read 1416 times