Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 31 იანვარი 2018 17:12

საქგორგაზი: დროა, დავალიანებების დაფარვა დაიწყოთ

Rate this item
(0 votes)

"ყველა საშეღავათო ვადები გავიდა. დროა, აბონენტებმა დავალიანებების დაფარვა დაიწყონ", - აცხადებენ საქგორგაზში. ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელ გიგა გრიგალაშვილის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდებათ.

"ყველა აბონენტს, რომლის საჩივარიც განხილვის პროცესში აღარ არის, ბუნებრივი აირი გაეთიშება. შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო და ყველა აბონენტს, ვისაც დეკემბრის დავალიანება ჯერ არ გადაუხდია, ვაფრთხილებთ, რომ ვადების გადაწევა აღარ მოხდება. გადაიხადონ დეკემბრის დავალიანება. რაც შეეხება იანვრისას, მისი დაფარვა 12 თებერვლამდე შეუძლიათ", - ამბობს გრიგალაშვილი. 

Read 3137 times