ნათელაშვილი: ვაშლის ბაღების გაკაფვას და მარიხუანას გაშენებას გვაიძულებენ

ოქტომბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტში იმყოფება.

სოფელ საქაშეთში ის ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. ნათელაშვილი მოყვანილი მოსავლის რეალიზაციისა და გასაღების საშუალებებით დაინტერესდა და ადგილობრივების მხრიდან სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებას ეცნობა. 

"ამ ხალხს უყვარს შრომა, მოჰყავთ მოსავალი, მაგრამ სად წაიღონ არ იციან. გასაღების ბაზარი არ არსებობს. მაშინ როდესაც აქ ლუკმა-პურის მოძიებაზეა საუბარი, ამ დროს გორის მაჟორიტარი დეპუტატი იმ კანდიდატ ქალბატონს მილიონს ურიცხავს. უკვე ლპობაში წავა ეს - თუ დროულად არ გაიტანენ. მე თვითონ სოფლელი კაცი ვარ და ვიცი, ეს რა მტკივნეულია გლეხისთვის. საბჭოთა კავშირის დროს ერთი ვაშლი ნოვოსიბირსკში 5 მანეთი ღირდა, იმდენად კარგი ფასი ჰქონდა მაშინ გლეხის მიერ მოწეულ მოსავალს. რეჟიმი ცდილობს, გენეტიკური კოდის ამოშლას. გეორგია - მიწათმოქმედებას ნიშნავს. ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დავაწესებ, რომ ხილის სავალდებულო შესყიდვა დაიწყოს. ამ ადამიანებს არ უქმნიან არანაირ პირობებს, ვაშლის გაკაფვას აიძულებენ და მათ ნაცვლად მარიხუანას გაშენება სურთ, და ამით უნდათ ბიუჯეტის შევსება", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

Read 947 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი