გორის რესურსცენტრი: 67-დან 19 სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს

ოქტომბერი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები შიდა ქართლის გუბერნატორს შეხვდნენ, სადაც სკოლებისა და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რაც აღნიშნული მიმართულებით არსებობს და რომელთა დარეგულირების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მომავალი წლისთვის იგეგმება. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობები მაქსიმალურად უნდა მოწესრიგდეს და ახალგაზრდებს საშუალება მიეცეთ სრულფასოვან გარემოში მიიღონ განათლება.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი კი იმ სკოლების ნუსხაზე მუშაობს, ​რომლებიც, მისი აზრით, რეაბილიტირების თვალსაზრისით პრიორიტეტულია. რესურსცენტრის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში სულ 67 საჯარო სკოლაა, აქედან 12 ქალაქში დანარჩენი კი სოფლად. 

"რეაბილიტაცია სულ 19 სკოლას ესაჭიროება, აქედან ზოგიერთი ისეთია, სადაც მხოლოდ სველი წერტილებია მოსაწესრიგებელი, ზოგგან კი სახურავის პრობლემაა. ინფრასტრუქტურული პრობლემები სკოლებში არის, თუმცა გუბერნატორმა გვთხოვა, რომ პრიორიტეტების მიხედვით დაგველაგებინა ეს სკოლები უარესობიდან უკეთესი მდგომარეობისკენ. ზოგიერთ სოფელში სკოლა საერთოდ არ არის და ასაშენებელია. იმედია, იფიქრებს ამაზე განათლების სამინისტრო. რაც ეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც ვიცით, 2019 წლიდან მათ ფუნქციაში გადმოდის სკოლების მხოლოდ სარეაბილიტაციო და ტრანსპორტირების საკითხების მოწესრიგება. ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნულ სარეაბილიტაციო ნუსხაში გვიზის ფლავის საჯარო სკოლა, ქერე გვაქვს პრიორიტეტებში, ასევე მე-11 საჯარო სკოლა და ა.შ. სია გუბერნატორს უკვე გადავეცით", - აღნიშნა რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას ნანა ტერმაკოზაშვილმა.

Read 1057 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი