ცხინვალის თეატრი ფრანკფურტში ოკუპაციის თემაზე სპექტაკლს გამართავს

ოქტომბერი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატული თეატრი, 19 ოქტომბერს ფრანკფურტში მიემგზავრება.

თეატრი, 20 ოქტომბერს, ქალაქ კარლსრუეში სპექტაკლს - “მატარებელი“ გამართავს. 

“სპექტაკლი არის დავით ტურაშვილის პიესის მიხედვით, რომელიც მეორედ დაიდგა. მანამდე, რობერ სტურუამ დადგა, ოღონდ სხვა სახელწოდებით. ეს არის 90-იან წლებში დაწერილი პიესა და ეძღვნება საქართველოს პირველი მთავრობისა და დამოუკიდებლობის პერიოდის მოვლენებს, როდესაც საქართველოს მთელი მთავრობა, ჟორდანიას მეთაურობით, იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და წითელი არმია შემოდის ქვეყანაში. სპექტაკლი გადმოსცემს ოკუპაციის პერიოდს და იმას, რაც დღემდე გრძელდება. აგრესორი, ისევ აგრესორია და ისევ ამ წრეზე ვტრიალებთ. მატარებელი უსასრულობაში მიდის და სადგური არ არის, სადაც შეიძლება გაჩერდეს“, - ამბობს თეატრის დასის ხელმძღვანელი, გოჩა კაპანაძე.

Read 551 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი