Back to Top
კვირა, 14 ოქტომბერი 2018 15:43

პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გორში მამაკაცი დააკავეს

Rate this item
(0 votes)

პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გორში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

ინციდენტი ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟმა არასწორი გასწრებისთვის მანქანა გააჩერა და მძღოლი დააჯარიმა. მანქანაში ასევე იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დაჯარიმების ფაქტი გააპროტესტა. პროტესტს პოლიციელებთან კამათი მოჰყვა, რომელიც მგზავრის, ახალგაზრდა მამაკაცის დაპატიმრებით დასრულდა.

შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარვევათა კოდექსის 173 - ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით 1000 - დან 4000 ლარამდე

Read 1578 times