Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 14 ოქტომბერი 2018 15:10

სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ ფილმის პრეზენტაცია ხვალ კარალეთში მოეწყობა

Rate this item
(0 votes)

"ქალები სოფლად"-ამ სახელწოდებით ფილმის ჩვენება ხვალ კარალეთში, ადმინისტრაციული შენობის დარბაზში მოეწყობა. 

 მოკლემეტრაჟიანი ვიდეომასალა სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას და მათ ყოფას ასახავს. ფილმი გორის მუნიციპალიტეტშია გადაღებული, მისი გმირები კი ტირძნისის, კოშკების, ერგნეთის, კარალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალები არიან. 

ღონისძიების ორგანიზატორი კარალეთის "ქალთა სოლიდარობის ცენტრია", რომელიც ხვალ, 15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების დღეს, "ქალთა ფონდის" მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში აღნიშნავს.

ფილმის ჩვენების პარალელურად, ორგანიზაცია სოფლად მცხოვრები ქალების მიერ ხელნაკეთი ნივთების და სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიური შრომის ამსახველი ფოტოების გამოფენასაც მოაწყობს. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება, სადაც დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. 

Read 1399 times Last modified on კვირა, 14 ოქტომბერი 2018 15:54