საია: სალომე ზურაბიშვილის ტურნირზე დასწრება კანონდარღვევის ნიშნებს აჩენს

ოქტომბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"სალომე ზურაბიშვილის დასწრება კარალეთში გამართულ ტურნირზე შესაძლოა იყოს კანონდარღვევა“

ამასთან დაკავშირებით  განცხადება საიას გორის ოფისში მას შემდეგ გააკეთეს, რაც დამოუკიდებელი კანდიდატის კარალეთის ტურნირზე დასწრების შესახებ რადიო "მოზაიკამ" ინფორმაცია გაავრცელა.

"თუ მუნიციპალიტეტის ხარჯზე მოეწყო აღნიშნული ტურნირი არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თუ თვითონ მოაწყეს-ამომრჩევლის მოსყიდვა. ორივე არის კანონდარღვევა. სავარაუდოდ, ამ ორ ვერსიას განვიხილავთ მონიტორინგის პროცესში. ორშაბათს გამოვითხოვთ ოფიციალურ ინფორმაციას და ვნახოთ რა მასალას მივიღებთ მონიტორინგის შედეგად. სწორედ ამის მიხედვით გვეცოდინება უკვე ზუსტად რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა საიას გორის ოფისის თავმჯდომარემ ქეთი ბებიაშვილმა.

Read 924 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 14 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი