წაუკითხავად მიღებული გადაწყვეტილება - ცრუ დაპირება

იანვარი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

კომუნალურ შეღავათებს დევნილთა დასახლებებში ამ დრომდე უშედეგოდ ელიან. მათი ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე გორის მერიისგან 60 ლარიანი ვაუჩერები უნდა მიეღოთ, თუმცა მათი მოლოდინი ამაო აღმოჩნდა. 

კომუნალური შეღავათების შესახებ დაპირებას არ ადასტურებენ სოციალურ სამსახურში. დავით ჩიხრაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრები დევნილებისთვის მერია სოციალურ პროგრამებს არ ახორციელებს, მცირედი გამონაკლისების გარდა.

კომუნალური ვაუჩერების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა, რომლის მიხედვით, კომუნალურ გადასახადზე 60 ლარიანი შეღავათებით ზამთრის სეზონზე სხვადასხვა სოციალური ჯგუფი ისარგებლებდა. მათ შორის იყვნენ დევნილებიც, თუმცა როგორც ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი განმარტავს, საკრებულომ 24 ნოემბერს მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება 21 დეკემბრის სხდომაზე შეცვალა და შესაბამისად კომუნალური ვაუჩერების გაცემაზე გადაწყვეტილებამაც ძალა დაკარგა. 

რადიო ,,მოზაიკამ” გორის საკრებულოს მიერ მიღებული ორივე დადგენილება განიხილა. აღმოჩნდა, რომ კონსოლიდირებულ ვერსიაში შესაბამისი მუხლი გაუქმებულია და  სოციალური დახმარების გაცემის წესში, ამჟამად, 20 ის ნაცვლად 18 პუნქტია დარჩენილი.  საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე კომუნალური ვაუჩერი ქალაქის მერიას ჰქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული, რომლის გადმოტანასაც ახალ ერთეულში ფიქრობდნენ, თუმცა შესაბამისი თანხების არ არსებობის გამო, როგორც დავით რაზმაძე ამბობს ამ საკითხზე მსჯელობა დროებით გადაიდო. 

აღნიშნულ შემთხვევას ოპოზიციის მხრიდან შეფასბებები მალევე მოჰყვა, ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრის ვასილისა ჯაბახიძის აზრით, დეპუტატების ნაწილი მმართველი გუნდის წინანადებებს დაუფიქრებლად ეთანხმება. 

შესაბამისი თანხების გამონახვას ადგილობრივ ხელისუფლებაში თებერვლისთვის ფიქრობენ. იმედგაცრუებულ დევნილთა ნაწილს დაპირების უკვე აღარ სჯერა.

 

Read 1598 times Last modified on Last modified on იანვარი 31 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი