Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018 16:18

გორის მერის გადადგომის მოთხოვნით პეტიცია შეადგინეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს.

“ გადადგეს გორის მერი - კონსტანტინე თავზარაშვილი!“
გორის მერის სკანდალურმა განცხადებამ საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია. ოპოზიცია კონსტანტინე თავზარაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს. მაღალი თანამდებობის პირმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე 2008 წელს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა და თქვა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბა.
“...ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა..” -ნათქვამია პეტიციაში.

ამ დროისთვის, პეტიციას 678 ხელმომწერი ჰყავს.

Read 1209 times