Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018 12:19

მაქარაშვილი: თემურ მანველიშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ცოლის ძმაა

Rate this item
(0 votes)

გიგა მაქარაშვილმა სოციალურ ქსელში თემურ მანველიშვილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისი განცხადებით, მანველიშვილი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოადგილის ცოლის ძმაა.

“ის ვაჟკაცია, გუშინ ზურგიდან რომ მომეპარა და ოკუპაციის მშვიდობიანი პროტესტისთვის თავზე ნაგავი დამაყარა! აღმოჩნდა, რომ მას ჰქვია თემურ მანველიშვილი, მუშაობს გორის მერიაში, იურიდიული სამსახურის უფროსია და რაც მთავარია, თავდაცვის მინისტრის, იზორიას მოადგილის, ნუკრი გელაშვილის ცოლის ძმაა! არც სამსახურიდან მოუხსნიათ ჯერ, არც დაუკავებიათ,“- წერს მაქარაშვილი

შეგახსენებთ, გიგა მაქარაშვილმა და მისმა მეგობრებმა გორის მერიასთან აქცია გორის მერის იმ განცხადების საპასუხოდ გამართეს, რომლითაც კონტსტანტინე თავზარაშვილმა საქართველო 2008 წლის ომის დაწყებაში დაადანაშაულა. მათ მერიის შენობასთან საკენკი და ფუნა მიიტანეს, ტერიტორიის დასუფთავებისას, თემურ მანველიშვილმა მაქარაშვილს თავზე საკენკი დააყარა.

Read 1510 times Last modified on ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018 12:31