Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018 18:24

გორის მერიის თანამშრომელს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება

Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის მერიის შენობის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობს. 

შეგახსნებთ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მანველიშვილმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავზე ხორბალი დააყარა​ინციდენტის შემდეგ, ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და ოქმი შეადგინეს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მანველიშვილს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გიგა მაქარაშვილმა და მისმა მეგობრებმა გორის მერიასთან აქცია გორის მერის იმ განცხადების საპასუხოდ გამართეს, რომლითაც კონტსტანტინე თავზარაშვილმა საქართველო 2008 წლის ომის დაწყებაში დაადანაშაულა. აქციის მონაწილეები გორის მერს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვენ. 

Read 4758 times Last modified on ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018 19:20