ჟენევის დისკუსიების მონაწილეები, ერგნეთში, IPRM -ს ფარგლებში გასამართი შეხვედრების აღდგენაზე იმსჯელებენ

ოქტომბერი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

9-10 ოქტომბერს ჟენევაში დისკუსიების 45-ე რაუნდი მიმდინარეობს, სადაც მისი მონაწილეები 10 წლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებენ.

ქართული მხრიდან მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ესწრება. დავით დონდუას თქმით, საუბარი გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების დაკავების თემას, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩაშლილი შეხვედრების (ერგნეთსა და გალში) აღდგენას შეეხება.

"ადვილი რაუნდი არ მახსოვს. ჟენევაში ყველა მძიმე რაუნდია. ბოლო შეხვედრები ერგნეთში და გალში ჩაიშალა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში გვქონდა არაფორმალური კონსულტაციები თანათავმჯდომარეებთან და სხვა მონაწილეებთან. იმედი ვიქონიოთ, რომ მონაწილეები გამოიჩენენ გონიერებას და დაუბრუნდებიან ამ მექანიზმის ფორმატში. არანაირი პირობა ჩვენ არ გვაქვს. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც მიმდინარეობდა. უნდა ვიმუშაოთ იმ პრინციპებზე დაფუძნებით, რომლებიც ათი წლის წინ შეთანხმდა და ეს პერიოდი მეტ-ნაკლებად კარგად მუშაობდა. წინაპირობა და დაშანტაჟება ჩვენთვის მიუღებელია.ყველას მოვუწოდებთ, რომ ყოველგვარი წინაპირობისა და პოლიტიზირების გარეშე გაგრძელდეს მუშაობა. როგორც კი დაიწყეს წინაპირობების, პოლიტიკური საკითხების წამოყენება და დაშანტაჟება, ამიტომ მოხდა, რაც მოხდა. ჩვენ არ გვაქვს წინაპირობა. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ პატივი ვცეთ პრინციპებს, რომლებიც ათი წლის წინ შეთანხმდა და ახალი ამ პრინციპებში არაფერია”, – განაცხადა დავით დონდუამ.

Read 667 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი