Back to Top
ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018 16:31

გორის მერი: მაგათ საქმე გამოლევიათ, მე კი საქმეზე ვარ თბილისში

Rate this item
(0 votes)

გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი აქციის მონაწილეების მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.

მერს მიაჩნია, რომ მას ბოდიში მოსახდელი არ აქვს.

"რა უნდა ვუპასუხო მაგათ, ეს არის სისულელეების კეთება. მეტი საქმე რომ არა აქვთ, რითი დაკავდნენ, აღარ იციან. ამიტომ ჩადიან ასეთ სისულელეებს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმს ექვს საათამდე ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით, ვერ ვიგებ რაზე უნდა მოვიხადო ბოდიში. არაფერი რასისტული განცხადება არ იყო ის. მე კერძო საუბარში ვთქვი, ოფიციალურად კი არ გამიკეთებია. რაც შეეხება ომის დაწყებას, მე ყველა მედიასაშუალებას დავუანონსე, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მეტი რაღა გავაკეთო. თუ არ უნდათ რომ გაიგონ, ეგ სხვა საქმეა", - განაცხადა კოტე თავზარაშვილმა

დღეს, გორის მერიის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა საკენკი და ფუნა მიიტანეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, იმ განცხადებების გამო, რომელიც ორი დღის წინ გორის მერმა გააკეთა, ქვეყანა ნაკელში ეფლობა.

Read 1281 times