ოქრუაშვილი: 2008 წლამდე შეიქმნა ნაღმი და მის მოქმედებაში დღეს მონაწილეობენ კოლექტიური თავზარაშვილები

ოქტომბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გორის მერის განცხადებას გამოეხმაურა.

 

ირაკლი ოქრუაშვილის აზრით, კონსტანტინე თავზარაშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებულ სარისკო განცხადებებს დამოუკიდებლად არ გააკეთებდა და ამ ქმედებით, ის ხელისუფლების ხაზის გატარებას ცდილობს. ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ დიდი ხნით ადრე დაწყებულ ბრძოლას დღეს უკვე მაღალჩინოსნები აგრძელებენ.

"ომი დაიწყო რუსეთმა. ომი დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე 2008 წელი იქნებოდა. ეს ომი დაიწყო მაშინ, როდესაც შეიქმნა სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი და ამის ინიციატორი იყო სტალინი. ცხინვალს მაშინ სახელიც კი გადაარქვა და ეწოდებოდა იმ პერიოდში "სტალინირი". აბსოლუტურად ხელოვნურ ადგილას, ტერიტორიაზე, რომელიც იყო დასახლებული ქართველებით, შექმნეს ნაღმი, რომელიც იყო გამიზნული ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამ ნაღმის მოქმედება დღესაც გრძელდება და ამ ნაღმის მონაწილეები არიან კოლექტიური თავზარაშვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ ყველაფერში დამნაშავეები, ჩვენი ბრალია, თუ კი იქ რამე ხდება. თავზარაშვილი არ არის თვითმყოფადი დამოუკიდებელი ფიგურა. ეს არის ხელისუფლების ხაზი.  თქვენ წარმოგიდგენიათ თავზარაშვილს თავის აზრი გააჩნდეს ასეთ სარისკო თემაზე, ასეთი სარისკო მოსაზრებით, რომ არ უმაგრებდეს მას ზურგს ამ იდეოლოგიისა და ხაზის გატარებაში ვინმე უკან?

 

რაც შეეხება თავზარაშვილის მიერ გაკეთებულ რასისტულ განცხადებას, ამას უფრო უცოდინრობის, უწიგნურობის, შეუგნებლობის, გაუნათლებლობის მიზეზს დავუკავშირებდი, ვიდრე გამიზნულ ქმედებას, რადგან ეს პიროვნება ჩვეულებრივი ფუტლიარია."-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა TV პირველის ეთერში. 

 

Read 969 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 10 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი