Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 14:30

საია: ოთინაშვილის საქმეზე მიღებულ ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილებას არავინ აღიარებს

Rate this item
(0 votes)

მაია ოთინაშვილის გათავისუფლების საკითხზე კომენტარი გააკეთა საიას გორის ოფისის წარმომადგენელმა.

ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე არ არის აღიარებული.

"ეს არის ცალსახა საკითხი, რადგან არის არაღიარებული სასამართლოს გადაწყვეტილება. ნორმალური ქვეყნის პირობებში რომ ყოფილიყო ასეთი გადაწყვეტილება, ერთი წელი პირობითი და 6 თვე გამოსაცდელი ვადა - ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 6 თვის განმავლობაში კარგად მოიქცევა პირი, არ დაარღვევს კანონს, არ ჩაიდენს განმეორებით დანაშაულს და ა.შ. მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა არ მიესჯება. ამ შემთხვევაში, თუ მაია ოთინაშვილმა მათი ე.წ. კანონი დაარღვია, როგორ დააკავებენ ესაა მეორე საკითხი, გადმოვლენ და აქედან წაიყვანენ თუ კიდევ შემოიპარებიან და ისევ მოიტაცებენ ადამიანს - ესაა საკითხავი. როდესაც სახელმწიფო არ არის და კანონიერმა სახელმწიფომ არ მიიღო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები იქნება მუდმივად პრობლემური. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება. ადამიანები არიან მუდმივი ძალადობის და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, რაც ოკუპანტების მიერ ხორციელდება საქართველოს მოქალაქეების მიმართ", - აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.

Read 999 times