Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 13:21

ოთინაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულმა მაია ოთინაშვილმა პირველი კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

ოთინაშვილის განცხადებით, ის თავს კარგად გრძნობს. როგორც თავად ამბობს, ის ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებად ტერიტორიიდან გაიტაცეს.

"ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ე.წ. საზღვარი მათ თავად გადმოკვეთეს. 5 დღე იზოლატორში ვიყავი და მერე გადამიყვანეს ციხეში. ორჯერ გაიმართა ჩემი სასამართლო. სამ ოქტომბერს და დღეს. ჩემი კადრები, რომლებიც გავრცელდა ოსი ჟურნალისტების მიერ, იქაური სამართალდამცველების თხოვნით მოხდა გადაღება. ამის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ უნდა გამოჩენილიყო, რომ მე კარად ვიყავი და კადრების გავრცელების შემდეგ ვენახე სხვებს. სასამართლოზე დღეს განმიმარტეს, რომ თუ ექვსი თვის განმავლობაში ისევ დავარღვევ, ამ ერთ წელს დაემატება კიდევ ერთი წელი პატიმრობა", - განაცხადა ოთინაშვილმა.

Read 1951 times Last modified on სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 13:24