Back to Top
სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 12:25

საოკუპაციო რეჟიმმა 50 წლის აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლა

Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, 50 წლის აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლეს.

დოთიაშვილის ქართული მხარისათვის გადაცემა სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა.

დოთიაშვილი 6 ოქტომბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. აკაკი დოთიაშვილი რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალიდან იმ დროს აიყვანეს, როცა ის შვილთან და თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.

Read 983 times Last modified on სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 12:31