სამართლიანი არჩევნები: გორში, "პატრიოტთა ალიანსს" უბანზე დასანიშნი წევრების სია აერია

ოქტომბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები“ სექტემბრის თვეში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ორგანიზაციის კრიტიკა, წინასაარჩევნოდ, გორში "პატრიოტთა ალიანსმა" დაიმსახურა.

"გორის #32-ე ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე სხდომებზე დასწრების და სავარაუდოდ მუშაობის პრობლემა აქვთ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დანიშნულ წევრებს. პარტიას, უბანზე დასანიშნი წევრების სია აერია და წევრები მათთვის სასურველი უბნების ნაცვლად სხვა უბნებზე წარადგინა", - უთხრა რადიო მოზაიკას "სამართლიანი არჩევნების" ადგილობრივმა წარმომადგენელმა, თეა თედლიაშვილმა.

აღნიშნულ საკითხს "პატრიოტთა ალიანსიდან" ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია.

Read 596 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი