Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 18:40

ვაშაძემ გორელ ამომრჩეველთან შეხვედრისას 2008 წლის საომარი მოქმედებები გაიხსენა

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, კ/თ გამარჯვებაში, საპრეზიდენტო კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან გრიგოლ ვაშაძე გორელებს ხვდება.

დარბაზში მყოფ ადამიანებს ჯერ პაატა ბურჭულაძემ მიმართა და საკუთარი აზრი გაუზიარა ამომრჩეველს, თუ რატომ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად მათი რჩეული კანდიდატი. მის შემდეგ კი სცენაზე გრიგოლ ვაშაძე ავიდა და გორელებს პატრიოტი ხალხი უწოდა.

"როდესაც გორში შემოვდიოდი, გამახსენდა 2008 წლის 7 აგვისტო, რომელმაც ჩემი ცხოვრება ორად გაყო. ვინც საუბრობს, რომ ომი თითქოს საქართველომ დაიწყო, ჰკითხოს თავის ჭკუამოკლე თავს, როგორ მოახერხა 58 -ე არმიამ და როგორ შემოაღწია საქართველოში გვირაბით, რომელსაც მხოლოდ ორი ხაზი აქვს. გვახსოვს, როგორ გაუხსნეს ცეცხლი ერედვს, ფრისს, სარაბუკის სიმაღლეს, როგორ ესროლეს 3 ქართველ სამართალდამცველს. იმ დროს სეპარატისტები და ოკუპანტები მოსკოვს ელაპარაკებოდნენ ღამის 3 საათზე 7 აგვისტოს, რომ გადაჭედილია გვირაბი ვერც წინ მივდივართ, ვერც უკანო. ეს საუბრები ქართულმა უსაფრთხოების სამსახურმა დააფიქსირა. ამ დროს ცხინვალიდან 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე უკვე გაყვანილი იყო. ჩვენ ახლა გორში ვართ, ეს ქალაქი არის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. არსებობს ასეთი სიტყვა - "გულქართლი". ეს ნიშნავს კაცს, რომელიც არის ნამდვილი ქართველი პატრიოტი და ასეთი ხალხი ხართ დღეს აქ და მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

Read 1409 times