ცხინვალი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

იანვარი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალის რეგიონში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 9 უბანი გაიხსნება. კენჭისყრაში მონაწილეობას მოსახლეობის ის ნაწილი მიიღებს, რომელთაც რუსული პასპორტები აქვთ. ეს ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოქმედი ე.წ. რუსეთის საელჩოს ცნობით, ე.წ. საარჩევნო უბნები გაიხსნება ცხინვალში, ზნაურში, ჯავაში, ახალგორსა და დმენისში.

„ჯერჯერობით, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს, რათა პროცესი რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს. საელჩო იმედოვნებს, რომ რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას აქტიურად მიიღებენ“, - ამის შესახებ რუსეთის ე.წ. საელჩოში აცხადებენ.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 18 მარტს გაიმართება.

Read 1119 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი