Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 13:50

მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა იცვლება

Rate this item
(0 votes)

ხელისუფლება გეგმავს, მუნიციპალიტეტებს გათანაბრებითი ტრანსფერი გაუუქმოს, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართოს და ამ ორის ნაცვლად, ადგილობრივი თვითმმართველობები დღგ-დან მიღებული შემოსავლების 19%-ით დააფინანსოს.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაანგარიშება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მოახდინეს. 

შიდა ქართლში მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

გორის მუნიციპალიტეტი:

დღგ-ის 19%-ის განაწილება: 3.01%

დღგ-ის საორიენტაციო მოცულობა 28,511.0

კასპის მუნიციპალიტეტი: 0.60% / 5,682.5

ქარელის მუნიციპალიტეტი: 0.95% / 9,032.0

ხაშურის მუნიციპალიტეტი: 1.04% / 9,863.5


კოდექსის თანახმად, გათანაბრებითი ტრანსფერიდან განაწილებულ გადასახადზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი 2019-2023 წლებისათვის. გარდამავალ პერიოდში დგინდება თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის წინა წელთან ზრდის შეზღუდვა, რომელიც 2019 წლისათვის განსაზღვრულია 25%-ით, ხოლო 2020- 2023 წლებში, წინა წელთან შედარებით თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტის კანონით, ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი თითოეულ წელს არ უნდა იყოს 25%- ზე ნაკლები. განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

Read 1141 times