"ენერგიის მეტამორფოზი" - გორში

ოქტომბერი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

3rd TBILISI TRIENNIAL / თბილისის მესამე ტრიენალე 2018 ფარგლებში წარმოგიდგენთ, ჟოზეფინა ფოშის და ლესლი ჯონსონის (შვედეთი, აშშ) ინსტალაციას 
"ენერგიის მეტამორფოზი" - ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

პროექტის მხარდამჭერია შვედეთის საელჩო საქართველოში. 

ქ. გორი, ტროლეიბუსების სადგური - 19:00, ი. ჭავჭავაძის 45/47
(გასვლა თბილისიდან: ვარდების მოედანი, 17:00 წინასწარი ჩაწერა 4 ოქტომბრამდე- 555745799)

არტისტები ჯოზეფინა ფოში და ლესლი ჯონსონი მათ პირველ კოლაბორაციულ სახელოვნებო პროექტში გორის ტროლეიბუსების ტრანსფორმატორის სადგურს გააცოცხლებენ, როგორც ვაჭრობის ისტორიული მარშრუტებისა და ახალი ტექნოლოგიების სიმბოლოს. შენობა ჩრდილისა და სინათლის სკულპტურული სანახაობა გახდება, რომელიც აბრეშუმის უძველესი გზის მზის მარშრუტად გადაქცევას გამოხატავს. ინსტალაცია „ენერგიის მეტამორფოზი“ ენერგოდამოუკიდებლობის თემას თბილისისა და გორის პარალელურ სივრცეებში წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ცვლილებების და ტრანფორმაციის ინიცირება და გორის სამომავლო პოტენციალის შესახებ საჯარო დისკუსიის წამოწყებაა.

არტისტების შესახებ:

ჯოზეფინა ფოში საერთაშორისოდ მოქმედი, გეტებორგში (შვედეთი) მცხოვრები არტისტია. მისი ნაშრომები სკულპტურას, ციფრულ მედიასა და სოციალურად დაკავშირებულ სამუშაოს შორის სივრცეს იკავებს. ისინი კონცენტრირებულია ტექნოლოგიის, ბიოლოგიის, იდეებისა და მხატვრული შემოქმედების ირგვლივ. ფოში მუშაობს როგორც კურატორი, ის ასევე გეტებორგის უნივერსიტეტის ლექტორი და მკვლევარია.

ლესლი ჯონსონი (შვედეთი/აშშ) ცნობილია ნაშრომებით, რომლებიც ღირებულებათა სისტემებზე იუმორისა და რეფლექსიის გადაკვეთას წარმოადგენენ. მისი ბოლოდროინდელი გამოფენები გეტებორგში (შვედეთი) და ბანგალორში (ინდოეთი) გაიმართა. ჯონსონი გეტებორგის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარია.

Read 699 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი