დე ფაქტო მთავრობა: მაია ოთინაშვილის საკითხს საქართველოში საკუთარი პიარისთვის იყენებენ

ოქტომბერი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გარკვეული ძალები საქართველოში, რომლებიც სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევით არიან დაინტერესებული, მაია ოთინაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას საკუთარი პიარისთვის იყენებენ", - ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის აპარატში განაცხადეს.

"მიუხედავად იმისა, რომ მაია ოთინაშვილთან მიმართებაში მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს ხელისუფლება და უფლებადაცვითი ორგანიზაციები მედიაში სამხრეთ ოსეთს უყენებენ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ და ყალბ ბრალდებებს ოთინაშვილის "გატაცებასა“ და მისი უფლებების "დარღვევაში“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ძალები საქართველოში დაინტერესებული არიან საზღვრის დარღვევით, რათა შემდეგ ეს საკუთარი პიარისთვის გამოიყენონ“, - განაცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. 

Read 1062 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი