ოჯახმა წითელი ჯვრისგან მიიღო ინფორმაცია, მაია ოთინაშვილს დაზიანებები არ აღენიშნება

ოქტომბერი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ოჯახმა წითელი ჯვრის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

როგორც მაია ოთინაშვილის მეუღლემ, იგორ მაყიშვილმა განაცხადა, გუშინ გვიან საღამოს მათ წითელი ჯვრის წარმომადგენლები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს.

იგორ მაყიშვილის თქმით, მაია ოთინაშვილი წითელი ჯვრის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა მოინახულეს და როგორც ისინი აცხადებენ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება.

განცხადება გაავრცელა ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა. 

"საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაკავებულ პირებთან ვიზიტების მიზანია, დააკვირდეს დაკავების პირობებს და უზრუნველყოს მათთვის ოჯახებთან კომუნიკაციის აღდგენა.

ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან გამომდინარე დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების ინტერესებიდან“, – აღნიშნულია წითელი ჯვრის ინფორმაციაში.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჯახის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი ნაცემია, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მათთვის გაუგებარია, რა ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელა სახალხო დამცველმა ინფორმაცია მაია ოთინაშვილის ცემის შესახებ.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

Read 904 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი