სუს-ი: ცხინვალის მიმართულებით, ბოლო ერთ თვეში, 10 ადამიანია დაკავებული

ოქტომბერი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"2018 წლის 1 აგვისტოდან დღემდე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 10 ადამიანია დაკავებული", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, სულ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი 70--ს აღწევს. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი მათი რიცხვი 1090-ით განისაზღვრება.

როგორც ცნობილი,ა ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებად, დაკავებულთა ოჯახებს ე.წ. ჯარიმის გადახდა უწევთ, რაც 2000 რუსული რუბლითაა განსაზღვრული. განმეორებით დაკავების შემთხვევაში თანხა ორმაგდება. მესამედ დაკავებისას კი პირს უკვე რამდენიმეთვიანი პატიმრობა ემუქრება. ცხინვალის ე.წ. ბიუჯეტში საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი ე.წ. ჯარიმის თანხა მინიმუმ 82 840 (1 ლარი=0.038 რუსული რუბლი) ლარს შეადგენს.

Read 524 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი